საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პროექტმა საკონსტიტუციო კომისიის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა

23 იანვარი 2017

 საკონსტიტუციო კომისიის უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივას, რომ კონსტიტუციის 18-ე და 42-ე მუხლებში, ნაცვლად სიტყვისა ”დამცველი” დაფიქსირდეს ტერმინი - ა დ ვ ო კ ა ტ ი !!!!! 

 

ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანი დავით ასათიანი, რომელიც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას წარმოადგენს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისაში აცხადებს: ,,იმისათვის, რომ დღის წესრიგში აღარასოდეს დადგეს ადვოკატთა გაერთიანების დამოუკიდებლობის, ერთიანობის და თვითმმართველობის სტანდარტების რაიმენაირად გადახედვის საკითხი, კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, აღნიშნული პრინციპების კონსტიტუციის დონეზე უზრუნველყოფა, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ხარისხიანი მართლმსაჯულების ადმინისტრირებას და სამართლის უზენაესობის დამკვიდრებას დემოკრატიულ საზოგადოებაში. ამდენად, ძირითადი კანონის დაგეგმილი გადასინჯვის ფარგლებში, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ტერმინ ,,ადვოკატის” დაფიქსირება კონსტიტუციის ტექსტში“.

იხილეთ მიმაგრებული ფაილი : საკონსტიტუციო ცვლილებები

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი